დეკანოზი მამალაძე: შეიძლება, მეუფე შიოს არ აძლევენ საშუალებას, რომ დაინტერესდეს საქმით

დეკანოზი გიორგი მამალაძე არ გამორიცხავს, რომ  პატრიარქის თანამოსაყდრეს მეუფე შიოს მისი მონახულების საშუალებას  არ აძლევდნენ. ამის შესახებ მან ” შაბათის კურიერთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში ისაუბრა.

ჟურნალისტის კითხვაზე თუ რატომ არ ინტერესდება დეკანოზი გიორგი მამალაძის საქმეზე პარტიარქის თანამოსაყდრე მეუფე შიო, დეკანოზმა განაცხადა, რომ შესაძლოა  მას არ აძლევენ საშუალებას დაინტერესდეს საქმით.

“რეალურად ვინც უნდა ინტერესდებოდეს პირველრიგში ის, მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ, ისიც მასმედიის ზეწოლის შედეგად იყო ჩემთან მოსული-მეუფე დიმიტრი. მე ყველა მღვდელმთავარს, ყველა დაინტერესებულ პირს მოვუწოდე შემოსვლა და ნებისმიერი კითხვის დასმა, ამ სიაში შედის მეუფე შიოც. შეიძლება არ აძლევენ საშუალებას, რომ დაინტერესდეს”-განაცხადა დეკანოზმა მამალაძემ

 

Comments
Loading...