დეკანოზ გიორგი მამალაძის მიმართ წაყენებული ბრალი შეთითხნილია და ამან საპატრიარქოს იმიჯზე უკვე იმოქმედა – დედა სიდონია

ე.წ. ციანიდის საქმის სასამართლო პროცესს დედა სინოდია დაესწრო.

როგორც მან ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, დეკანოზის მიმართ წაყენებული ბრალი შეთითხნილია და აღნიშნულმა საქმემ საპატრიარქოს იმიჯზე უკვე იმოქმედა.

შესაბამისად, ის ფიქრობს, რომ პროცესი საჯარო უნდა იყოს, როგორც ამას დაკავებული დეკანოზი, გიორგი მამალაძე ითხოვს.

„მგონია, რომ რაც უსიამოვნო იყო, ყველაფერი გასაჯაროვდა. ასე რომ, რადგან თვითონ ითხოვს, ანგარიში უნდა გავუწიოთ და საჯარო იყოს სხდომა, სხდომის დახურვამ შეიძლება უფრო მეტი კითხვა დატოვოს“, – განაცხადა დედა სიდონიამ.

საქალაქო სასამართლოში ე.წ. ციანიდის საქმის არსებითი განხილვა 12:00 საათზე დაიწყო პროკურატურა სხდომის დახურვას ითხოვს.

Comments
Loading...