დეპუტატის მანქანას ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მისი სამი წლის შვილი ემსხვერპლა – ინციდენტი კიევში

კიევში უკრაინელ დეპუტატს, დონეცკელი ბიზნესმენ ვიაჩესლავ სობოლოვს ცეცხლი გაუხსნეს, რასაც მისი სამი წლის შვილი ემსხვერპლა. ამის შესახებ ადგილობრივი მედია იუწყება.

არსებული ინფრომაციით, თავად სობოლოვი სროლის შედეგად არ დაშავებულა.

მომხდართან დაკავშირებით, დამატებითი ინფორმაცია ჯერჯერობით არ გავრცელებულა და მიმდინარეობს გამოძიება.

Comments
Loading...