დეპუტატის შვილის დაღუპვის საქმეზე პოლიციის 2 მაღალჩინოსანი თანამდებობიდან გაათავისუფლეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფოთის მაჟორიტარი დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას შვილის ავტოსაგზაო შემთხვევევის საქმეზე, რასაც 21 წლის ბექა ხახუბია ემსხვერპლა, შიდა ქართლის საპატრულო პოლიციის 2 ხელმძღვანელი პირი თანამდებობიდან გაათავისუფლა.

არსებული ინფორმაციით, ორივე პირი გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი, რაც სავარაუდოდ, გამოძიების მიმდინარეობას უკავშირდება.
ფაქტი “ნიუპოსტს” შინაგან სამეთა სამინისტროში დაუდასტურეს, უწყობის ცნობით, ორივე თანამშრომელი გამოძიების დასრულებამდე კადრების განკარგულებაშია გადაყვანილი.
16-17 მაისს გორის გვირაბთან მომხდარი ავარიის შედეგად, ქართული ოცნების დეპუტატის, ირაკლი ხახუბიას 21 წლის შვილის სიცოცხლე შეეწირა. გავრცელებული ინფორმაციით, ბექა ხახუბია საპატრულო პოლიციის დევნის ოპერაციისას დაიღუპა.

წყარო: ნიუპოსტი

Comments
Loading...