დეპუტატი ირაკლი ხახუბია გარდაცვლილი იპოვეს

ფოთის, ხობისა და სენაკის მაჟორიტარი დეპუტატი, ირაკლი ხახუბია საკუთარ სახლში  გარდაცვლილი ნახეს.

არაოფიციალური ინფორმაციით,  51 წლის  დეპუტატმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.  ტრაგედიის   ადგილზე ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღი.

ახლობლების თქმით, დეპუტატს შვილის გარდაცვალების შემდეგ ჯანმრთელობის პრობლემები ჰქონდა.

შეგახსენებთ,  დეპუატის შვილიი,  21 წლის ბექა ხახუბია 2017 წლის 17 მაისს ავტოავარიას ემსხვერპლა. მას საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მდებარე გვირაბთან, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა დაუმორჩილებლობის გამო სატვირთო ავტომანქანით გზა გადაუკეტეს, ხახუბია ავტომანქანით აღნიშნულ სატვირთოს შეეჯახა, რა დროსაც გარდაიცვალა. ხახუბიას გარდაცვალების საქმეზე ბრალი 3 პოლიციელს წარედგინა. სასამართლომ 2019 წელს ერთი პოლიციელი უდანაშაულოდ ცნო, ორს კი – 1,6 წლით და 2,6 წლით პატიმრობა შეუფარდა.

Comments
Loading...