დეპუტატი მთავრობას: სასწრაფოდ უნდა მოხდეს მუზეუმებიდან ხატების ტაძრებში გადაბრძანება

ამის შესახებ პარლამენტის დეპუტატმა ალექსანდრე ერქვანიამ პარლამენტის დღევანდელ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

“მინდა მივმართო მთავრობას ტაძრებს დაუბრუნონ მუზეუმებში დაცული ანჩისხატის, აწყურის ღვთისმშობლისა და სხვა სასწაულმოქმედი ხატები.
ამ განსაცდელის დროს გვჭირდება მათი განსაკუთრებული შემწეობა და მფარველობა. ამიტომ სასწრაფოდ უნდა მოხდეს მუზეუმებიდან ხატების ტაძრებში გადაბრძანება ნურაფერის ნუ შეგვეშინდება ყველაფერი კარგად იქნება და ორი ერთი და გულით და ერთითა პირითა და ვადიდოთ უფალი და ვერაფერი განსაცდელი ხილული თუ უხილავი ბოროტი ძალა ვერ მოგვერევა” – განაცხადა ალექსადნრე ერქვანიამ.

Comments
Loading...