დე ფაქტო ცხინვალი ვაჟა გაფრინდაშვილისთვის ბრალის დამძიმებას ცდილობს და ახალ, ყალბ ფაქტებზე საუბრობს

მას შემდეგ, რას საქართველო და ოკუპანტების მიერ დატყვევებული ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მსოფლიო ყურადღების ქვეშ მოექცა, დე ფაქტო ცხინვალმა, როგორც ჩანს, გადაწყვიტა ყალბი ფაქტებით და არგუმენტებით იმართლოს თავი.

ამის დასტურია ის, რომ მან გააქტიურა სახელისუფლებო და პრორუსული მედია და ყოვლად გაურკვველი ხასიათის, აბსურდული სახის სატელეფონო საუბრების ტექსტურ ვერსიას აქვეყნებს. სათაურად კი მიუთითებს იმას, რომ საქმეში ახალი მტკიცებულებებია, რომლითაც ვაჟა გაფრინდაშვილი პროვოკაციას წინასწარ გეგმავდა.

მაგალითისთვის, “სპუტნიკი” წერს, რომ “სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოების კომიტეტმა განაცხადა, რომ მოქალაქე ვაჟა გაფრინდაშვილის მიერ საზღვრის გადაკვეთის პროცესი კარგად მომზადებული და წინასწარ დაგეგმილი იყო.”

Comments
Loading...