დიდი თეთრი ზვიგენების ბრძოლა დელფინისთვის – ვიდეო, რომელიც სოცქსელს ვირუსვით მოედო (ვიდეო)

უჩვეულო სანახაობის მოწმენი შეიქმნენ ავსტრალიელი ფერმერები, რომლების ქვეყნის სამხრეთ სანაპიროდან დაახლოებით 5,5 კმ-ის დაშორებით იყვნენ გასულები.  ავსტრალიის დიდ ყურეში ხამანწკების დასაჭერად მათ შენიშნეს 3 მეტრიანი თეთრი ზვიგენი და მის გარშემო წითლად შეღებილი წყალი. უფრო ყურადღებით დაკვირებისას ცხადი გახდა, რომ ზვიგენს დელფინი მოენადირებინა და მას შესაჭმელად უფრო მყუდრო ადგილისკენ მიაცურებდა. მოულოდნელად მეორე თეთრი ზვიგენი, დაახლოებით 3,5 მეტრი სიგრძის გამოჩნდა და პირველს დელფინის წასართმევად ეძგერა. ხანმოკლე ბრძოლის შემდეგ მან გამოსტაცა პირიდან დელფინი თავისზე პატარას და ნადავლთან ერთად გაუყვვა გზას.
გემზე მყოფთაგან ერთ-ერთის მიერ გადაღებული ვიდეო სოციალურ ქსელებს ვირუსივით მოედო. უამრავ კომენტატორთა შორის არიან ისეთები, რომლებიც აღიარებენ, რომ დელფინის სიახლოვეს ზვიგენის გამოჩენა ძალიან ნაკლებად სავარაუდოდ მიაჩნდათ. მათ საპასუხოდ მიუთითებენ, რომ დელფინი ახალგაზრდა ჩანს, ალბათ, დელფინების ჯგუფს ჩამორჩა და ამის გამო გახდა ზვიგენის ნადავლი.
მასალა მოამზადა რაულ კაპანაძემ
Comments
Loading...