“დიდი უბედურება ტრიალებს ორივე ოჯახში” – რას ჰყვებიან ადგილობრივები ქობულეთში მომხდარ ტრაგედიაზე

ქობულეთში 17 წლის გოგონ გარდაცვლილი იპოვეს. როგორც ადგილობრივები „რეზონანსთან“ ყვებიან, სავარაუდოდ, ადგილი სუიციდის ფაქტს უნდა ჰქონდეს.

არასრულწლოვანი ჩამომხვრჩვალი ქმრის საცხოვრებელ სახლში ახლობლებმა იპოვეს. გარდაცვლილი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა, რადგან კანონით არასრულწლოვანს ქორწინების უფლება არ აქვს.

გოგონას თვითმკვლელობის მიზეზი ქმრის ოჯახისთვის უცნობია და აცხადებენ, რომ მას ქმართან დაძაბული ურთიერთობა ან კონფლიქტი არ ჰქონია. გოგონას მოძებნა ახლობლებმა მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის დღის განმავლობაში სახლში არ გამოჩნდა.

შემთხვევა გუშინ დღის მეორე ნახევარში მოხდა. ის უკვე გარდაცვლილი იპოვეს და სასწრაფო სამედიცინო დახმარების გამოძახების მიუხედავად, მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. არასრულწლოვანის ცხედარი ექსპერტიზიდან მშობლებმა საკუთარ სახლში უკვე გადაასვენეს.

გოგონას ახლობლები ამბობენ, რომ  გოგონას ქმრის ოჯახთან ჰქონდა თუ არა კონფლიქტი, უცნობია. გარდაცვლილს მშობლებისთვის არასდროს უთქვამს, რომ მას რაიმე სახის პრობლემები ჰქონდა. გოგონა ქმარს თავისი სურვილით გაჰყვა და მათ ერთმანეთი უყვარდათ.

„წარმოდგენა არ გვაქვს რეალურად რა შეიძლება მომხდარიყო. გუშინ იპოვეს ჩამომხვრჩვალი. დიდი უბედურება ტრიალებს ორივე ოჯახში. გაოგნებულები ვართ, ეს რატომ უნდა გაეკეთებინა, ამის არანაირი წინაპირობა არ არსებობდა. მიზეზი არ ჰქონდა.

„როგორც მისი ქმარიც და მშობლებიც ამბობენ, ოჯახში არ ჰქონია დაპირისპირება და კონფლიქტი. მშობლებმაც არ იციან რა მოხდა რელურად, რამ მიიყვანა ამ ზომამდე. დღის განმავლობაში რომ არ გამოჩნდა ძებნა დაიწყეს.

„სავარაუდოდ, დილით მოიკლა თავი. ის უკვე გარდაცვლილი შუადღისას ნახეს. სასწრაფო კი გამოიძახეს, მაგრამ უკვე დიდი ხნის გარდაცვლილი იყო. იფიქრეს, რომ ეძინა და ამიტომ არ მოძებნეს. მერე, როცა აღარ გამოჩნდა, ეს საშინელება ნახეს“, – აცხადებს „რეზონანსთან“ გარდაცვლილი გოგონას ახლობელი.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეზონანს“ განუცხადეს, რომ  ფაქტზე გოძიება სისხლის სამართლის 115 მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

“რეზონანსი”

Comments
Loading...