“დიდ­ხანს ვი­ფიქ­რე, მე­რი­დე­ბო­და თქმა, მაგ­რამ ჯობს ვთქვა“ – ეკა კვალიაშვილი საზოგადოებას მიმართავს

ქართველი მომღერალი, ეკა კვალიაშვილი საზოგადოებას ფეისბუქის მეშვეობით მიმართავს და დახმარებას ითხოვს.

“დიდ­ხანს ვი­ფიქ­რე, მე­რი­დე­ბო­და თქმა, მაგ­რამ ჯობს ვთქვა… მე­გობ­რე­ბო, ვა­კე­თებ სე­რი­ო­ზულ გან­ცხა­დე­ბას. ჯან­მრთე­ლო­ბამ ძა­ლი­ან შე­მო­მი­ტია, ისევ და­მე­წყო ხუთ­ვა, არ მშვე­ლის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი “სალ­ბუ­ტა­მო­ლი”, მხო­ლოდ “სიმ­ბი­კორ­ტი” მიხ­სნის ამ სა­ში­ნე­ლე­ბას, რაც საკ­მა­ოდ ძვი­რია და ვერ ვა­ხერ­ხებ, რომ ეს წა­მა­ლი სულ მქონ­დეს და ვი­სუნ­თქო.

ღმერ­თმა აცხო­ნოს, მე­რაბ კი­ლა­ძემ გა­მი­კე­თა ოპე­რა­ცია და შემ­დეგ ალერ­გო­ლოგ­თან მი­მიყ­ვა­ნა, დექ­სა­მე­ტა­ზო­ნი, რო­მელ­საც ერთი წელი ვი­ღებ­დი, რად­გან ვერ ვსუნ­თქავ­დი, შე­მიც­ვა­ლეს “სიმ­ბი­კორ­ტით”, ისიც მთე­ლი რიგი ტეს­ტე­ბი გა­მი­კე­თეს, რომ რა­ი­მეს ალერ­გია არ მო­ე­ცა. სამ­წუ­ხა­როდ, სა­ქარ­თვე­ლოს აღარ ჰყავს მე­რაბ კი­ლა­ძე და მე, აბ­სო­ლუ­ტუ­რად ჩე­მი­ა­ნი ექი­მი, რომ­ლი­საც მჯე­რო­და და ზუს­ტად იცო­და თა­ვი­სი საქ­მე…

ამ ეტაპ­ზე, ძა­ლი­ან, მარ­თლაც ძა­ლი­ან გა­მი­ჭირ­და, არა მარ­ტო წამ­ლე­ბის შე­ძე­ნა, არა­მედ, Mღთ-ს გა­კე­თე­ბაც რაც უნდა ვა­კონ­ტრო­ლო 6 თვე­ში ერთხელ, მაგ­რამ ამის ფი­ნან­სე­ბი არ მრჩე­ბა

ასე­ვე სა­ყი­დე­ლი მაქვს მი­ე­ლი­ნი, რო­მე­ლიც მთე­ლი ცხოვ­რე­ბა უნდა მი­ვი­ღო და ბი­ო­ტი­ნი, რომ ვი­ა­რო. მე მჭირ­დე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბა, ბევ­რი საქ­მე მაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, ბევ­რი პრო­ექ­ტი გან­სა­ხორ­ცი­ე­ლე­ბე­ლი, სა­კუ­თა­რი სიმ­ღე­რე­ბი და­სა­ცა­ვი და ოჯა­ხი მო­სავ­ლე­ლი, ამას ყვე­ლა­ფერს ემა­ტე­ბა ნა­ქი­რა­ვებ­ში ფუ­ლის
ყრა… ძა­ლი­ან, უკი­დე­გა­ნოდ დამ­ჭირ­და თქვე­ნი დახ­მა­რე­ბა, რად­გან მინ­და, ძა­ლი­ან მინ­და ვიყო კარ­გად! მე ფონ­დიც შევ­ქმე­ნი გა­ფან­ტუ­ლი სკლე­რო­ზი­ა­ნე­ბის­თვის და ვიცი რა ხა­ზით ვა­მუ­შაო, მაგ­რამ არ მყოფ­ნის ძალა და არც ფი­ნან­სე­ბი, რომ სხვებს მი­ვეხ­მა­რო, ან კი რო­გორ, როცა თა­ვის­თვის ვერ მი­მი­ხე­დავს.

გა­დავ­წყვი­ტე, ჩა­ვა­ტა­რო საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო, სხვა გზას ამ ეტაპ­ზე ვერ ვხე­დავ. შე­გა­ტყო­ბი­ნებთ სად… იმე­დია გვერ­დში და­მიდ­გე­ბით, ერთხელ თქვე­ნით გა­დავ­რჩი, ახ­ლაც თქვე­ნი იმე­დი მაქვს ღმერ­თის წყა­ლო­ბით… ამი­სათ­ვის დამ­ჭირ­დე­ბა რუს­თა­ვე­ლის თე­ატ­რი და რო­მე­ლი­მე ტე­ლე­ვი­ზია, აპა­რა­ტუ­რა და ცოტა რეკ­ლა­მა, რომ გა­ი­გოს ხალ­ხმა სად და რო­დის ჩა­ტარ­დე­ბა კონ­ცერ­ტი სა­დაც, მო­ნა­წი­ლე­ო­ბას ისევ ჩემი უსაყ­ვარ­ლე­სი კო­ლე­გე­ბი მი­ი­ღე­ბენ.

გთხოვთ შე­მეხ­მი­ა­ნეთ, ვინ რო­გორ და­მიდ­გე­ბა გვერ­დში…” – წერს ეკა კვა­ლი­აშ­ვი­ლი და სა­ბან­კო ან­გა­რი­შის ნო­მერ­საც აქ­ვეყ­ნებს, რო­მელ­ზეც მსურ­ვე­ლებს თან­ხის ჩა­რი­ცხვა შე­უძ­ლი­ათ:

Comments
Loading...