დიდ ბრიტანეთში სოციალურად დისტანცირებული სექს-წვეულება გაიმართება

ბრიტანელი მილიონერი რიჩარდ სტენლი გეგმავს,მოაწყოს სექს-წვეულება,რომელიც იქნება სოციალურად დისტანცირებული და ჩატარდება ყველა იმ წესის დაცვით,რომლებიც კორონავირუსული პანდემიის გამო შემოიღეს. ინფორმაციას ავრცელებს Mirror.

სტენლი და მისი მედდადმომუშავე მეგობარი გოგონა ჯანეტი,ასეთი წვეულებით აპირებენ კორონავირუსისგამო დაწესებული კარანტინის დასრულების აღნიშვნას და მის მოწყობას 25 ივლისს გეგმავენ.

მილიონერი ბიზნესმენი აღნიშნავს,რომ სვინგერებისათვის წვეულება ღია ცის ქვეშ ჩატარდება და აუცილებლად იქნება დაცული საჭირო სოციალური დისტანცია.

“ვიმედოვნებთ,იქნება თბილი საღამო,ცოტა კოღოებით”-ამბობს სტენლი.

სტენლი და მისი პარტნიორი ცნობილები არიან,როგორც საუკეთესო სექს-წვეულებების ორგანიზატორები დიდ ბრიტანეთში.

 

Comments
Loading...