დიდ დიღომში აფეთქების შედეგად დაშავებული ოთხი წლის ბავშვის გადარჩენა ვერ მოხერხდა

დიდ დიღომში  აფეთქების შედეგად  ოთხი წლის ბავშვი გარდაიცვალა. მის გარდაცვალებას ექიმები ადასტურებენ.

ბავშვის გადარჩენა მედიკოსებმა ვერ შეძლეს, ვინაიდან ის უმძიმესი დაზიანებებით შეიყვანეს კლინიკაში. ბავშვების მშობლები ადგილზე არ არიან. დაუზუსტებელი ინფორმაციით, ბავშვის დედა გარდაცვლილია.

ექიმმა განმარტა, რომ თავდაპირველად ბავშვის გულის ამუშავება შეძლეს,თუმცა მეორე მცდელობა უშედეგოდ დასრულდა.

“გულის რითმის აღდგენა მოყვანის შემდეგ მოხერხდა დაახლოებით ნახევარ საათში პროფილური სიკვდილის ფონზე კვლავ განვითარდა გულის გაჩერება, რის შემდეგაც უკვე გულის მუშაობის აღდგენა ვეღარ მოხერხდა.” – განაცხადა ექიმმა.

ამ დროისთვის 6 ბავშვია იაშვილის კლინიკაში, ერთი მათგანის მდგომარეობაა ედარებით მძიმე, დანარჩენების მდგომარეობა სტაბილურია, კიდევ ერთი პაციენტი არის ღუდუშაურის კლინიკაში.

შეგახსენებთ, დღეს, დიდ დიღომში, 9 სართულიან კორპუსში აფეთქება მოხდა.

Comments
Loading...