დიდ დიღომში ახალგაზრდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს

დიდ დიღომში ახალგზარდა მამაკაცი გარდაცვლილი ნახეს.

ინფორმაცია mpress.ge-ს შსს-ში დაუდასტურეს. უწყების ცნობით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით  მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობმდე მიყვანას გულისხმობს.

20 წლამდე ასაკის მამაკაცის გარდაცვალებაზე რამდენიმე ვერსია ვრცელდება, მათ შორის  ისიც, რომ  ახალგზრდა საცხოვრებელი კორპუსიდან გადმოვარდა.

შემთხვევის ადგილზე ამწუთებში ექსპერტ-კრიმინალსიტები მუშაობენ.

 

 

Comments
Loading...