“დილიდან ამ წუთებამდე, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვებრძოდით ხანძარს”- წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე

“დილიდან ამ წუთებამდე, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვებრძოდით ხანძარს”,-ამის შესახებ სოციალურ ქსელში წალენჯიხის მერის პირველი მოადგილე წერს.
ლაშა ზარქუა მოსახლეობას თხოვნით მიმართავს, საგაზაფხულო სამუშაოების წარმოებისას, მაქსიმალურად დაიცვან უსაფრთხოების ზომები.

“საღამო მშვიდობისა მეგობრებო, მინდა დღევანდელი საკმაოდ მძიმე დღე შევაჯამო, დილიდან ამ წუთებამდე, მთელი მუნიციპალიტეტის მასშტაბით ვებრძოდით ხანძარს. საგაზაფხულო სამუშაოების დროს მოსახლეობის გარკვეული ნაწილის უპასუხისმგებლობის გამო, ცეცხლი მოედო გაველურებულ ჩაის პლანტაციებს, ეკალ-ბარდეს და თხილნარებს, საფრთხე შეექმნა საცხოვრებელ სახლებს და დამხმარე ნაგებობებს. დროულად მობილიზებული იქნა წალენჯიხის, ზუგდიდის, ჩხოროწყუს სახანძრო- სამაშველო სამსახურები , რამაც შესაძლებელი გახადა გადაგვერჩინა საცხოვრებელი სახლები, თუმცა დაიწვა თხილნარები და დაზიანდა ელ. სადენი, “ენერგო პრო ჯორჯიას ხელმძღვანეობის განმარტებით დაზიანებულია და გამოცვლას საჭიროებს დაახლოებით 1 კმ სიგრძის ელ.სადენი, რომელიც გამოიცვლება და ელ.მომარაგება მოსახლეობას ხვალიდან აღუდგება. აქვე მინდა
მოგმართოთ ყველას და გთხოვოთ, რომ საგაზაფხულო სამუშაოების წარმოებისას მაქსიმალურად დაიცვათ უსაფრთხოების ზომები, რათა თავიდან ავიცილოთ ანალოგიური პრობლემები”,-წერს ზარქუა.

Comments
Loading...