“დოიჩე ველეს” ინფორმაციით, ავსტრალიაში ხანძარი შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირა ვერ ჩააქრონ

ავსტრალიაში ხანძარი შესაძლოა, კიდევ რამდენიმე კვირა ვერ ჩააქრონ. ინფორმაციას  „დოიჩე ველე“ ქვეყნის ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გამოცემის ინფორმაციით, თუ სტიქიის ზონაში წვიმა არ წამოვა, მეხანძრეებს ხანძრის ჩაქრობისთვის დიდი დრო დასჭირდებათ.

მასშტაბურმა სტიქიამ უკვე ახალი სამხრეთ უელსის შტატში 50-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი გადაწვა. უსაფრთხოების მიზნით ხელისუფლებამ ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელა.

როგორც ცნობილია, ახალი სამხრეთ უელსის და ქვინსლენდის შტატებში ცეცხლის 150 კერას ებრძვიან, რა დროსაც 13 მეხანძრე დაშავდა.

ფოტო:არქივი

Comments
Loading...