დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ პირბადის ტარება პატრიოტული საქციელია

კორონავირუსული პანდემიის ფონზე შეერთებულ შტატებში პირბადის ტარება პატრიოტული საქციელია. შესაბამისი შეტყობინება Twitter-ზე ამერიკის ლიდერმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა, რომელიც მანამდე იშვიათად ატარებდა პირბადეს საზოგადოებაში.

”ჩვენ ერთიანი ვართ უხილავი ჩინური ვირუსის დამარცხების სურვილით და ბევრი ამბობს, რომ პირბადის ტარება პატრიოტული სქციელია, როდესაც შეუძლებელია დისტანციის დაცვა!” – დაწერა სახელმწიფოს მეთაურმა. მან შეტყობინებასთან ერთად გამოაქვეყნა ფოტო, რომელზეც მას პირბადე უკეთია.

მანამდე ამერიკელმა ლიდერმა თქვა, რომ არ აპირებს ქვეყანაში წესის შემოღებას, რომლის მიხედვითაც ყველა მაცხოვრებელს უნდა ეკეთოს დამცავი პირბადე. მან აღნიშნა, რომ პირბადის ტარება სასარგებლოა, თუმცა ამას შეიძლება ზოგიერთი უარყოფითი შედეგი მოჰყვეს.

ტრამპმა პირველად საჯაროდ დამცავი პირბადე 12 ივლისს გამოიყენა, როდესაც იგი ვაშინგტონის გარეუბანში მდებარე ვალტერ რიდის სამხედრო სამედიცინო ცენტრს ეწვია. მანამდე იგი არაერთხელ გააკრიტიკეს პოლიტიკურმა ოპონენტებმა, რომლებიც აცხადებდნენ, რომ იგი ცუდ მაგალითს აძლევდა თანამემამულეებს, როდესაც საზოგადოებრივ ღონისძიებებზე პირბადის გარეშე დადიოდა. ივლისის დასაწყისში, ინტერვიუში, პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ პირბადით იგი კომედიური ვესტერნის – Lone Ranger-ის პერსონაჟს ჰგავსმ რომელსაც შავი ნიღაბი ეკეთა.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის თანახმად, რომელიც გამოთვლებს ფედერალური და ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოებზე დაყრდნობით აწარმოებს, შეერთებულ შტატებში კორონავირუსული ინფექციის 3.8 მილიონზე მეტი შემთხვევაა გამოვლენილი, ხოლო გარდაიცვალა დაახლოებით 140,7 ათასი ადამიანი.

Comments
Loading...