“დონალდ ტრამპი იმპიჩმენტის ზღვარზე”

ავტორი რევაზ ქოიავა

7

 

 

 

 

დონალდ ტრამპთან დაკავშირებული ბოლოდროინდელი ხმაურიანი სკანდალების ფონზე ამერიკულ მედიაში გახშირდა საუბრები პრეზიდენტის შესაძლო იმპიჩმენტის შესახებ. შესაძლო იმპიჩმენტის მიზეზებად ასახელებენ FBI-ს ხელმძღვანელის, ჯეიმს კომის გათავისუფლებას და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საიდუმლო ინფორმაციის მიწოდებას. 18 მაისს იმპიჩმენტის საკითხი განიხილეს კონგრესშიც. წარმომადგენელთა პალატის ერთ-ერთმა წევრმა კონგრესმენებს პრეზიდენტის გადაყენებისკენ მოუწოდა.

 

რა არის იმპიჩმენტი?

იმპიჩმენტი აშშ-ს კონსტიტუციით გათვალისწინებული პროცედურაა, რომლის მიზანიც არის მაღალი თანამდებობის პირების გადაყენება (პრეზიდენტების, ვიცე-პრეზიდენტების, გუბერნატორების). კონსტიტუციის თანახმად, თუ პრეზიდენტმა ჩაიდინა დანაშაული, მისი პირდაპირ სასამართლოს წესით გასამართლება არ შეიძლება. კონგრესმა უნდა გადაწყვიტოს, საკმარისია თუ არა ეს დანაშაული ქვეყნის მეთაურის გადაყენებისთვის.

იმპიჩმენტი რთული პროცესია და მისი დაწყება არ ნიშნავს, რომ პრეზიდენტს აუცილებლად გადააყენებენ. პროცედურის დაწყების უფლება აქვს მხოლოდ წარმომადგენელთა პალატას იურიდიული კომიტეტის რეკომენდაციის შემდეგ. იმპიჩმენტის დაწყების საკითხი წყდება ხმათა ჩვეულებრივი უმრავლესობით. თუ წარმომადგენელთა პალატა მხარს დაუჭერს იმპიჩმენტს, საკითხი გადაეცემა სენატს, სადაც გაიმართება სასამართლო. უმაღლესი პალატის წევრები (უმაღლესი სასამართლოს მოსამართლის ხელმძღვანელობით) განიხილავენ ბრალდების სიმძიმეს და გამოიტანენ განაჩენს პრეზიდენტის გადაყენების შესახებ. პრეზიდენტის გადასაყენებლად საჭიროა ხმათა ორი მესამედი.

აშშ-ს კონსტიტუციაში მხოლოდ ზოგადი განსაზღვრება არსებობს იმ დანაშაულებების, რომელიც იმპიჩმენტის დაწყების საფუძვლად შეიძლება იქცეს. უმაღლესი კანონის მეორე თავის მეოთხე ნაწილშიწერია: „პრეზიდენტი, ვიცე-პრეზიდენტი ან სხვა თანამდებობის პირი შეიძლება ჩამოშორდეს ხელისუფლებას იმპიჩმენტის გზით სახელმწიფოს ღალატის, ქრთამის აღების ან სხვა მძიმე დანაშაულის თუ კანონდარღვევის შემთხვევაში“. ზუსტი განმარტება „სხვა მძიმე დანაშაულის“ არ არსებობს. პრაქტიკაში იგი კონგრესის გადაწყვეტილებაზეა დამოკიდებული. მაგალითად, 1970 წელს აშშ-ს მომავალმა პრეზიდენტმა ჯერალდ ფორდმა (რომელიც მაშინ წარმომადგენელთა პალატაში უმცირესობის ლიდერი იყო) განაცხადა, რომ იმპიჩმენტის საბაბად შეიძლება იქცეს ნებისმიერი კანონდარღვევა, თუ მის სასარგებლოდ წარმომადგენელთა პალატის უმრავლესობა მისცემს ხმას.

 

იმპიჩმენტის შემთხვევები

აშშ-ის ისტორიაში ფედერალური ოფიციალური პირების 19 იმპიჩმენტის პროცედურა განხორციელდა, რომელთაგანაც მხოლოდ რვა დასრულდა თანამდებობის პირების, ძირითადად ფედერალურიმოსამართლეების გადაყენებით. აშშ-ის პრეზიდენტების მიმართ სამი იმპიჩმენტის პროცედურა დაიწყეს, მაგრამ არც ერთი მათგანი არ დასრულებულა მათი გადაყენებით: ორი უდანაშაულოდ იქნა ცნობილი, ხოლო ერთი პროცედურის დასრულებამდე თავად გადადგა.

იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების პირველი მცდელობა აშშ-ის მეათე პრეზიდენტის ჯონ ტაილერისწინააღმდეგ იგეგმებოდა, მაგრამ ინიციატივა ჩავარდა.

პრეზიდენტის სამართლებრივი გადაყენების პროცედურის დაწყების პირველი შემთხვევა 1867 წელსმოხდა, როდესაც პრეზიდენტი ენდრიუ ჯონსონი ‘თანამდებობაზე ყოფნის აქტის’ (Tenure of Office Act) დარღვევაში დაადანაშაულეს. მან ომის მდივანი რადიკალი რესპუბლიკელი ედვინ სტენტონი სენატისთანხმობის გარეშე გაათავისუფლა. მოგვიანებით, სენატმა ჯონსონი ხმათა მცირე უპირატესობითუდანაშაულოდ ცნო და შედეგად მას თანამდებობის დატოვება არ მოუწია.

1974 წელს იმპიჩმენტით გადაყენებას თავი აარიდა პრეზიდენტმა რიჩარდ ნიქსონმა და სასჯელისმიღებამდე თავად გადადგა. მას დემოკრტიული პარტიის შტაბ-ბინაში უკანონო მოსმენებისგანხორციელბაში ე.წ. უოთერგეითის სკანდალში სდებდნენ ბრალს.

პრეზიდენტის წინააღმდეგ იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების უახლესი შემთხვევა 1998 წელს ბილკლინტონის პრეზიდენტობისას მოხდა. კონგრესმა მას ბრალად დასდო თეთრი სახლის პრაქტიკანტიმონიკა ლევინსკისთან მისი სექსუალური კავშირის გამოძიების შეცდომაში შეყვანა და სხვამოწმეებისთვის იმავეს გაკეთების მოწოდება.

1999 წლის თებერვალში, სენატმა მას ორივე ბრალდება მოუხსნა. ბილ კლინტონმა მოგვიანებით საჯარობოდიში მოიხადა და ლევინსკისთან ურთიერთობა აღიარა. მან მისი პრეზიდენტობის მეორე ვადაბოლომდე ამოწურა.

 

რაში შეიძლება დაადანაშაულონ დონალდ ტრამპი?

მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთი საიდუმლო მონაცემების სერგეი ლავროვისთვის გადაცემის ისტორიაში სახელმწიფო ღალატის ნიშნებს ხედავს (ამას ადასტურებს გუგლის საძიებო სისტემაში „Trump+treason” ძებნის გახშირება), პრეზიდენტისთვის მსგავსი მძიმე ბრალდების წაყენება რთულია. აშშ-ს კონსტიტუციის თანახმად, სახელმწიფო ღალატი ნიშნავს „სამხედრო მოქმედებების წარმოებას აშშ-ს წინააღმდეგ ან აშშ-ს მტრებისთვის მხარდაჭერას თუ დახმარებას“. მიუხედავად იმისა, რომ ამერიკულ მედიაში რუსეთს მტრად და მოწინააღმდეგედ მიიჩნევენ, კონსტიტუციაში საუბარია იმ მტრებზე, რომელიც აშშ-ს წინააღმდეგ საომარ მოქმედებებში არიან ჩართული. შეიძლება ითქვას, რომ რუსი დიპლომატისთვის დაზვერვის მონაცემების გაზიარებით, დონალდ ტრამპს კანონი საერთოდ არ დაურღვევია.

უფრო სერიოზულ მიზეზად შეიძლება იქცეს გამოძიებისთვის ხელის შეშლის ბრალდება. სწორედ მას უკავშირდება გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის, ჯეიმს კომის გათავისუფლება. გათავისუფლების ოფიციალურ მიზეზად ”ელექტრონულ წერილებთან დაკავშირებული არაკორექტული გამოძიება“ დასახელდა. თუმცა არსებობს ეჭვი, რომ FBI-ს ხელმძღვანელის გადაყენება ტრამპის გუნდის რუსეთთან კავშირების გამოძიებას უკავშირდება. გათავისუფლების შემდეგ გაირკვა, რომ ჯეიმს კომი იუსტიციის სამინისტროს გამოძიებისთვის დამატებით რესურსებს სთხოვდა, ხოლო ტრამპმა მას მაიკლ ფლინის დევნის შეწყვეტისკენ მოუწოდა. მაიკლ ფლინი იყო ტრამპის მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, რომელიც იძულებული გახდა რუსეთის ელჩ სერგეი კისლიაკთან კონტაქტის გამო გადამდგარიყო. 18 მაისს ტრამპმა განაცხადა, რომ კომის სავარაუდო შემცვლელად კონექტიკუტის შტატის ყოფილი სენატორი და შიდა უსაფრთოხების საკითხებში სენატის კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე ჯო ლიბერმანი მოიაზრება.

 

დღეს არსებული ვითარება

FBI-ს ხელმძღვანელზე ზეწოლა პრეზიდენტის მხრიდან წარმოადგენს ხელისუფლების დაყოფის პრინციპის და უფლებამოსილების გადამეტების შემთხვევას. New York Times-სთან საუბრისას რესპუბლიკელმა კონგრესმენმა ჯასტინ ამაშმა განაცხადა, რომ თუ კომიზე ზეწოლის ფაქტი დადასტურდება, ეს „იმპიჩმენტის დასაწყებად საკმარისი იქნება“. გამომცემლობა აღნიშნავს, რომ ამაში ერთ-ერთია იმ რესპუბლიკელი კონგრესმენებიდან, რომელიც რუსეთთან ტრამპის კავშირების გამოსაძიებელი კომისიის შექმნას უჭერდა მხარს.  

რესპუბლიკელებმა მხარი დაუჭირეს ტრამპის გუნდის რუსეთთან კავშირების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი გამომძიებლის დანიშვნასაც. 17 მაისს ამ თანამდებობაზე დაინიშნა FBI-ს ყოფილი ხელმძღვანელი რობერტ მიულერი. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ გამოძიება თავად პრეზიდენტის ფიგურას შეეხება.

რესპუბლიკელები მოითხოვენ განმარტებას The Washington Post-ში გამოქვეყნებულ სხვა პუბლიკაციაზეც. გაზეთმა გამოაქვეყნა ქვედა პალატაში რესპუბლიკელთა უმრავლესობის ლიდერის კევინ მაკარტის და პალატის სპიკერის პოლ რაიანის საუბრის გაშიფრული ვერსია. პირადი საუბრის დროს ისინი საუბრობენ უკრაინაზე, რუსული პროპაგანდის გავლენაზე და არასამთარობო ორგანიზაციების დაფინანსებაზე რუსეთის მხრიდან. საუბარი შეეხება ტრამპის შესაძლო დაფინანსებასაც რუსეთის მხრიდან.

დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აშშ-ს ფინანსთა სამინისტრომ კონგრესს გადასცა მასალები, რომელიც დაეხმარება კომისიას ტრამპის გუნდის რუსეთთან საქმიანი კავშირების გამოძიებაში. წარმომადგენელთა პალატის დაზვერვის კომიტეტის წევრი ადამ შიფის განცხადებით, ფინანსური დოკუმენტაციის და ტრანზაქციის შესწავლა მნიშვნელოვანი იქნება გამოძიებისთვის.

 

რამდენად სავარაუდოა იმპიჩმენტის დაწყება?

დღეს იმპიჩმენტის დაწყების ალბათობა დაბალია. დიდწილად იმპიჩმენტის ალბათობა აღაფრთოვანებს ამერიკულ მედიას, რომელსაც დონალდ ტრამპთან რთული ურთიერთობა ჩამოუყალიბდა. Media Research Center-ის კვლევის თანახმად, ტრამპის კრიტიკა იკავებს CNN-ის საეთერო დროის 92%-ს. სოციოლოგებმა გააანალიზეს საეთერო დროის 20 საათი. სარეკლამო რგოლების და სხვადასხვა განცხადებების გამოკლებით 13 საათი და 27 წუთი მიეძღვნა ტელეგადაცემებს და საინფორმაციო ამბებს. ტრამპს აქედან დაეთმო 12 საათი და 19 წუთი. აღნიშულ საეთერო დროის განმავლობაში ტრამპი დაადანაშაულეს FBI-ს ხელმძღვანელის რუსეთის სასარგებლოდ გათავისუფლებაში, ასევე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრისთვის საიდუმლო მასალების გადაცემაში.

ერთადერთი კონგრესმენი, რომელმაც ტრამპის გადაყენების აუცილებლობაზე ისაუბრა, არის წარმომადგენელთა პალატის წევრი დემოკრატიული პარტიიდან ელ გრინი. რესპუბლიკელმა კონგრესმენება, რომელთა მხარდაჭერის გარეშე ტრამპის იმპიჩმენტი პრინციპში წარმოუდგენელია (პრეზიდენტის პარტია აკონტროლებს უმრავლესობას ორივე პალატაში) ტრამპის გადაყენების იდეას მხარი არ დაუჭირეს. ისინი მხოლოდ ამა თუ იმ სკანდალის კომენტირებით შემოიფარგლებიან. 17 მაისს, სენატორმა ჯონ მაკეინმა ტრამპის გადაყენების შესახებ კითხვაზე უპასუსა, რომ იგი ამას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს. „მე შემიძლია მხოლოდ მიმდინარე სიტუაციაზე ვისაუბრო. ყოველდღიურად ჩვენ ვაწყდებით ახალ სურპრიზებს, თუმცა ამ ეტაპზე იმპიჩმენტის დაწყება მიზანშეწონილად არ მიმაჩნია. არა მგონია, რომ ბევრი ამ საკითხს სერიოზულად განიხილავს“ – განაცხადა მაკეინმა The Washington Examiner-თან ინტერვიუში. აუცილებელია აღინიშნოს, რომ კომიმ უარი განაცხადა აშშ-ს სენატის დაზვერვის კომისიისთვის ჩვენების მიცემაზე. აღნიშნული კომისია ამჟამად ატარებს საპარლამენტო გამოძიებას ტრამპის და მისი გუნდის რუსეთთან კავშირების შესახებ.

ონლაინ გამოცემა The Hill-ის მიმომხილველი ჯონათან ტურლი მიიჩნევს, რომ მხოლოდ კომის განცხადებები ტრამპის დასადანაშაულებლად საკმარისი არ იქნება. მუქარის შესახებ სერიოზული მტკიცებულებების არარსებობის შემთხვევაში აშშ-ს პრეზიდენტის გადაყენება წარმოუდგენელია. იგი აღნიშნავს, რომ ტრამპის ირგვლივ შექმნილ სიტუაციაში „დანაშაულის უპირობო მტკიცებულება არ არსებობს“. მისი აზრით, ტრამპის თხოვნა შეეწყვიტა გამოძიება ფლინის საქმეზე არ შეიძლება გამოძიების ფედერალური ბიუროს ხელმძღვანელის მიმართ მუქარად ჩაითვალოს.

ჯერჯერობით დონალდ ტრამპს ზურგს უმაგრებს რესპუბლიკელი ელექტორატის ძლიერი მხარდაჭერა (80% პრეზიდენტის ქმედებებს დადებითად აფასებს). რესპუბლიკელები არ უერთდებიან დემოკრატებს მომდევნო არჩევნების წაგების შიშით. იმპიჩმენტის პროცესის დასაწყებად დემოკრატებს დაჭირდებათ სენატში 19, ხოლო წარმომადგენელთა პალატაში 20-ზე მეტი რესპუბლიკელი, რაც ამ ეტაპზე რთული წარმოსადგენია. 

იმპიჩმენტი ამერიკულ პოლიტიკაში ყველაზე ბუნდოვანი პროცესია და ხალხის მიერ არჩეული უმაღლესი თანამდებობის პირის გადაყენების პრეცედენტი ჯერჯერობით არ მომხდარა. როგორც ჩანს, მხოლოდ იმ სერიოზული დანაშაულებს შეიძლება მოჰყვეს პრეზედენტის იმპიჩმენტი, რომელიც ამერიკის კონსტიტუციაშია გაწერილი: ‘სახელმწიფოს ღალატი, მექრთამეობა და სხვა მაღალი რანგის დანაშაულებები’.

Comments
Loading...