დონალდ ტრამპი: ის, რაც ნოემბერში საპრეზიდენტო არჩევნებზე მოხდება, იქნება სრული არეულობა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ სურს გადაიდოს ნოემბერში დაგეგმილი საპრეზიდენტო არჩევნები ქვეყანაში.

თეთრ სახლში გამართულ პრესკონფერენციაზე გამოსვლისას მან კვლავ გააკრიტიკა ფოსტის მეშვეობით ხმის მიცემა.

”მე უბრალოდ ვგრძნობ, რომ არჩევნები არ უნდა გადავდოთ. მინდა, რომ არჩევნები ნოემბერში ჩატარდეს, მაგრამ ასევე არ მინდა სამთავიანი ლოდინი შედეგებისთვის და შემდეგ გავარკვიო, რომ ყველა ფოსტით გაგზავნილი საარჩევნო ბიულეტენი გაქრა და არჩევნები არაფერს ნიშნავს“, – განმარტა პრეზიდენტმა.

ტრამპმა ასევე განმარტა თავისი პოსტი, რომელიც თავის Twitter-ზე, საპრეზიდენტო არჩევნების გადადების შესახებ გამოაქვეყნა. მისი თქმით, ამ პოსტით მას უნდოდა ხაზი გაესვა ფოსტით ხმის მიცემის მინუსებისთვის და იმ უარყოფითი შედეგებისთვის, რაც შესაძლოა ამას მოჰყვეს.

“მინდოდა ადამიანებისთვის ამეხსნა, მაგრამ არც არაფერია ასახსნელი. ის, რაც ნოემბერში მოხდება, ეს იქნება ნამდვილი არეულობა”, – განაცხადა დონალდ ტრამპმა ბრიფინგზე.

ამერიკელი ლიდერის თქმით, ფოსტით ხმის მიცემის ცუდი მხარე ის არის, რომ შედეგები მხოლოდ ერთი კვირის, თვის, ან წლის შემდეგ შეიძლება გახდეს ცნობილი და იგი აღნიშნავს, რომ ამგვარი სიტუაცია მისთვის სრულიად მიუღებელია.

Comments
Loading...