დონალდ ტრამპი: კანონი და წესრიგი, და არა ძარცვა და პოლიციის გაუქმება!

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, პოლიციის გაუქმებას, ან მისთვის დაფინანსების შეწყვეტას, რასაც საპროტეტსო აქციის მონაწილეები მოითხოვენ, სიგიჟე უწოდა.

“კანონი და წესრიგი, და არა ძარცვა და პოლიციის გაუქმება. რადიკალურად მემარცხენე დემოკრატები სულ გაგიჟდნენ!” – დაწერა ტრამპმა Twitter- ზე.

აქამდე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მინეაპოლისის საკრებულოს უმრავლესობამ, ადგილობრივი პოლიციის განყოფილების გაუქმებას მხარი დაუჭირა, რაც რასიზმის წინააღმდეგ გამართული საპროტესტ აქციების დემონსტრანტების მოთხოვნაა.

საპროტესტო აქციის მონაწილეები ასევე ხშირად მოითხოვენ, რომ პოლიციას შეუჩერდეს დაფინანსება.

მინეაპოლისსა და ამერიკის სხვადასხვა შტატებში საპროტესტო გამოსვლები 46 წლის აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალების შემდეგ დაიწყო. ჯორჯ ფლოიდი მიმდინარე კვირის დასაწყისში მინეაპოლისში პოლიციის მხრიდან ფიზიკური ძალადობის შედეგად გარდაიცვალა. მომხდარის გამოძიების ფარგლებში უფლებამოსილება პოლიციის ოთხ ოფიცერს შეუჩერდა, რომელთაგან ერთ-ერთი 29 მაისს დააკავეს და მკვლელობაში წაუყენეს ბრალი.

Comments
Loading...