დონალდ ტრამპი: ობამას კრიტიკა იმდენად მოსაწყენი იყო, რომ ჩამეძინა

აშსს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აღიარა, რომ ექსპრეზიდენტის ბარაკ ობამას გამოსვლა, სადაც მან ტრამპი გააკრიტიკა, იმდენად მოსაწყენი იყო, რომ დაეძინა. ამის შესახებ პრეზიდენტმა ქალაქ ფარგოში მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას ამერიკული გამოცემა ABC News ავრცელებს.

“მაპატიეთ, ვუყურებდი და ჩამეძინა. მომეჩვენა, რომ ძილისპირულისთვის კარგი გამოსვლა იყო” – განაცხადა დონალდ ტრამპმა.

ბარაკ ობამამ ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი გააკრიტიკა და თქვა, რომ ტრამპი ცდილობს ქვეყნის მოსახლეობის უკმაყოფილება საკუთარი ძალაუფლებისთვის გამოიყენოს. ტრამპმა ოპონენნტს უპასუხა და თქვა, რომ ობამა ქვეყნის ამჟამინდელი ეკონომიკური წარმატების საკუთარ მიღწევად გასაღბას ცდილობს. ტრამპი დარწმუნებულია, რომ 2016 წლის არჩევნებში რომ დემოკრატებს გაემარჯვათ, ქვეყნის მშპ არა თუ გაიზრდებოდა, არამედ მკვეთრად შემცირდებოდა.

Comments
Loading...