დონალდ ტრამპი რამდენიმე კატეგორიის სამუშაო ვიზების გაცემას დაბლოკავს

აშშ-ის პრეზიდენტი რამდენიმე კატეგორიის სამუშაო ვიზების გაცემას დაბლოკავს. საუბარია ვიზებზე, რომლებითაც კულტურული და პროფესიული გაცვლითი პროგრამების მონაწილეები სარგებლობდნენ. ინფორმაციას ავრცელებს Reuters

„პრეზიდენტის განკარგულებით, წლის ბოლომდე შეწყდება H1-B, H-4 и H-2B, L და J კატეგორიის თითქმის ყველა ვიზის გაცემა. ახალი „მწვანე ბარათების“ გაცემაც წლის ბოლომდე შეჩერდება“, – განაცხადეს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში.

ამასთან, შეზღუდვა არ შეეხებათ იმ პირებს, რომლებიც უკვე იმყოფებიან აშშ-ში და სამუშაო ვიზა აქვთ. ტრამპის გადაწყვეტილება შეეხება ახალი ტექნოლოგიების სფეროში მომუშავე პირებს და ასევე, სეზონურ სამსახურებში დასაქმებულებს.

Comments
Loading...