დონალდ ტრამპი Twitter-ზე საკუთარ პოსტს დაეთანხმა
აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი Twitter-ზე თავისსავე პოსტს დაეთანხმა.
”ახლა მდუმარე მხარე იმაზე უფრო ძლიერია, ვიდრე ოდესმე!” – დაწერა ტრამპმა.
ამის შემდეგ, პრეზიდენტმა საკუთარივე პოსტის ქვეშ კომენტარი დაწერა: ”ეს ასეა!”
ტრამპი აქტიურად იყენებს Twitter-ს საკუთარი მოსაზრებების გამოხატვისათვის, 2016 წლის კამპანიის შემდეგ. ახლახანს, პრეზიდენტმა განაახლა პირადი რეკორდი “ტვიტერზე” ყოველდღიური პოსტების რაოდენობის მხრივ, მან დღეში დაახლოებით 200 ტვიტი დაწერა.