დონალდ ტრამპმა ალ-ბაღდადის ლიკვიდაციაში მონაწილე ძაღლის ფოტო გამოაქვეყნა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გამოაქვეყნა ძაღლის ფოტო, რომელიც მონაწილეობას იღებდა ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის სალიკვიდაციო ოპერაციაში.

ძაღლის შესაბამის ფოტოს დონალდ ტრამპი თავის Twitter-ზე აქვეყნებს.

„საოცარი ძაღლის ფოტოს დეკლასიფიცირებას ვახდენთ (სახელი დეკლასიფიცირებული არ არის), რომელმაც საოცარი წვლილი შეიტანა „ისლამური სახელმწიფოს“ ლიდერის აბუ ბაქრ ალ-ბაღდადის დაჭერასა და ლიკვიდაციაში“, – წერს ტრამპი.

დონალდ ტრამპმა ალ-ბაღდადის ლიკვიდაციის შესახებ 27 ოქტომბერს განაცხადა. მისი თქმით, აშშ-ის სამხედროებმა ტერორისტი გვირაბში მოიმწყვდიეს, სადაც მან თვითმკვლელი ტერორისტის ქამრის მეშვეობით თავი აიფეთქა. პრეზიდენტმა აგრეთვე განაცხადა, რომ ტერორისტთან ერთად მისი სამი ბავშვი და ბევრი მისი მომხრეც დაიღუპა.

მოგვიანებით დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ არ გამორიცხავს, სპეცოპერაციის ვიდეოჩანაწერის ნაწილის ინტერნეტში გამოქვეყნებას. აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგნელების განცხადებით, ტერორისტული დაჯგუფების ლიდერის ნეშტი ზღვაში, ღრმად დამარხეს.

Comments
Loading...