დონალდ ტრამპმა კვლავ შეადარა თავი აშშ-ის გამოჩენილ პრეზიდენტ აბრაამ ლინკოლნს

ამის შესახებ მან ჩრდილოეთ კაროლინაში მომხრეების წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

”ნათქვამია, რომ აბრაამ ლინკოლნს ყველაზე ცუდი პრესა ჰყავდა. მე ვამბობ – არ შეიძლება იყოს ისეთი, რომ მისი პრესა ჩემსაზე უარესი იყოს. ლინკოლნს ძალიან, ძალიან ცუდად ექცეოდა ყალბი ამბები. შეიძლება მის შემთხვევაში ეს სიმართლე იყო, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ ჩემს შემთხვევაში ეს ყალბია, სრულიად ყალბი ”, – თქვა ტრამპმა.

აგვისტოს ბოლოს, ტრამპმა, რესპუბლიკურ კონგრესზე სიტყვით გამოსვლისას, თავი უკვე შეადარა ლინკოლნს. თეთრის სახლის ლიდერის თქმით, მან ლინკოლნის შემდეგ ყველაზე ბევრი რამ გააკეთა ქვეყნისათვის, ვიდრე სხვა პრეზიდენტებმა.

Comments
Loading...