დღეიდან, საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, პირებმა პოლიციას უნდა მიმართონ

დღეიდან, საქართველოს ბიომეტრიული პასპორტის დაკარგვის შემთხვევაში, პირებმა პოლიციას უნდა მიმართონ. იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის შესაბამისი ბრძანება დღეიდან ამოქმედდა.

2019 წლის 1 ნოემბრიდან ახალი წესი შევიდა ძალაში, რომლის მიხედვით, საქართველოს მოქალაქის ბიომეტრიული პასპორტის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევაში​, საკმარისი არ იქნება იუსტიციის სახლში, ან სხვა ტერიტორიულ სამსახურებში განცხადება იმის შესახებ, რომ პასპორტი დავკარგეთ ან მოგვპარეს. აუცილებელი იქნება ბიომეტრიული პასპორტის ჩანაცვლებამდე, მოქალაქემ იუსტიციის სახლში მიიტანოს პოლიციაში გაკეთებული განაცხადის შესახებ საბუთი.

თეა წულუკიანის თქმით, “სიახლე რომელიც დღეს წარვადგინეთ მთავრობის წინაშე და დამტკიცებული იქნა, გადაინაცვლებს პარლამენტში. ეს არის დაკარგული ან მოპარული პასპორტის შეცვლის ახალი წესი.

თქვენ იცით, რომ იუსტიციის მინისტრის ბრძანებით ეს ახალი წესი ამოქმედდა. თუმცა, რჩება საკითხები რომელიც საქართველოს კანონი თუნდა დარეგულირდეს, როცა მოქალაქე მივა საკონსულოში ან იუსტიციის სამინისტროს რომელიმე ტერიტორიულ სამსახურში ან საზოგადოებრივ ცენტრის ან იუსტიციის სახლში და განაცხადებს იმის შესახებ რომ მისი მოქმედი პასპორტი შესაცვლელია ვინაიდან მისი მოქმედი პასპორტი დაიკარგა ან მოპარულია, ასეთ შემთხვევაში უნდა განაცხადთან ერთად წარადგინოს ცნობა სამართალამდამცველი ორგანოდან, რომ მან ამის შესახებ საჩივარი შეიტანა.

ჩვენ ევროკავშირის შესაბამის წევრ სახელმწიფოებთან გავიარეთ კონსულტაცია.მათი კანონმდებლობა და პრაქტიკა ითვალისიწინებს, რომ უცხოეთის ქვეყნებში, ევროპაში პოლიციამ სწორედ ასეთი საჩივარი მიიღოს და ჩაიბაროს, შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს ამ მხმრივ არ შეექმნებათ პრობლემა.

საკანონმდებლო ცვლილებით ჩვენ დავადგენთ, რომ ამგვარი ცნობის აპოსტილი ან ლეგალიზება არ იქნება საჭირო იმისთვის, რომ ზედმეტი ტვირთი არ დავაკისროთ ჩვენს მოქალაქეებს მომსახურებისას. ეს ცვლილება ემსახურება მთავარ მიზანს, ჩვენ, როგორც ეს შეთანხმებული იქნა ვიზალიბერალიზაციის პროცესში შენგენის სახელმწიფოებთან ერთ ადამიანს ერთი სამგზავრო დოკუმენტი ჰქონდეს, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მეორე პასპორტი არის მოკლე ვადიანი.

თქვენ იცით, რომ ​2013 წლიდან მრავალმხრივ მოლაპარაკებების საგანს წარმოადგენდა ის, რომ ჩვენ ვიზალიბერალიზაციას მივიღებდით (სხვებს შორის ერთ-ერთი მოთხოვნა ესეც იყო) თუ კი იქნებოდა ერთ მოქალაქეზე მხოლოდ ერთი სამგზავრო ანუ 10 წლიანი პასპორტი გაცემული.

ევროკავშირის არაერთმა სახელმწიფომ ჩვენს წინაშე დააყენა საკითხ, რომ ჩვენი მოქალაქეები იმისთვის, რომ მიიღონ, როგორც ზოგიერთი მათგანი ამას ეძახის თეთრი პასპორტი ანუ ახალი პასპორტი, ამბობს არასწორ ინფორმაციას, სიცრუეს და აცხადებს საკონსულოებში რომ თითქოს წინა პასპორტი დაკარგა ან მოპარეს და რეალურად ევროპულ ქვეყნებს რჩებათ მოქალაქე რომელსაც ორი მოქმედი პასპორტი აქვს”.

Comments
Loading...