დღესს, 21 იანვარს, ჩახუტების საერთაშორისო დღეა

21 იანვარი ჩახუტების საერთაშორისო დღეა. ეს დღე პირველად 1986 წელს, აშშ-ში აღინიშნა, მას შემდეგ ამ თარიღს სხვადასხვა ქვეყანაში აღნიშნავენ. იდეა კევინ ზაბორნის ეკუთვნის.

ბოლო მსოფლიო რეკორდი, 24 საათში ჩახუტების რაოდენობების მიხედვით, 2010 წელს აშშ-ში ოჰაიოს შტატის მცხოვრებმა 51 წლის ჯეფ ონდაშმა დაამყარა 7777 ადამიანთან ჩახუტებით.

ფსიქოლოგიის დარგის ექსპერტები მივიდნენ დასკვნამდე, რომ ეს დღესასწაული ძალიან სასარგებლოა, რადგან მას შეუძლია განკურნოს ადამიანი და სიცოცხლის გახანგრძლივებასაც კი შეუწყოს ხელი.

Comments
Loading...