დღეს და ხვალ, საქართველოში წვიმაა მოსალოდნელი

შაბათ-კვირას, საქართველოს უმეტეს რეგიონში იწვიმებს – ინფორმაციას გარემოს ეროვნული სააგენტო
ავრცელებს.

facebook sharing button
twitter sharing button
messenger sharing button
whatsapp sharing button

მათივე ცნობით, 5 ივლისამდე მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა და ელჭექი, ზოგან შესაძლებელია სეტყვა. ჰაერის ტემპერატურა დღის საათებში დასავლეთ საქართველოს დაბლობში +29, +34, აღმოსავლეთ საქართველოს ბარში +32, +37 გრადუსი იქნება.

ქ. თბილისში შესაძლოა მცირე ხანმოკლე წვიმა ელჭექით აღინიშნოს. ჰაერის ტემპერატურა +35, +37 გრადუსია მოსალოდნელი.

Comments
Loading...