დღეს რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება
თბილისის მერიის მიერ საახალწლო ღონისძიებების მოსამზადებელი სამუშაოების დაწყებასთან დაკავშირებით, დღეს რესპუბლიკის მოედანზე ავტომანქანების გადაადგილება აიკრძალება. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს
უწყების ცნობით, პირველი რესპუბლიკის მოედანზე ტრანსპორტის მოძრაობა 2019 წლის 8 იანვარს აღდგება.