“ეგეთი ინფორმაციაც არის, რომ წაიყვანენ და დამარხავენ სადღაც აქ, თურქეთის მიწაზე” – 16 წლის მოზარდის ცხედრის ჩამოსვენება საქართველოში ვერ ხერხდება,მიზეზი კლინიკის დავალიანებაა

თურქეთის ერთ-ერთ კლინიკაში გარდაცვლილ 16 წლის მოზარდის ცხედარს  ოჯახს აავადმყოფოდან არ ატანენ.

როგორც მარიამის დედა, რუსკა ხუციშვილი  ვიდეომიმართვაში  ამბობს,მიზეზი 44 ათასის დავალლიანებაა.

-თუ არ დავფარებთ 44 ათასს, ბავშვს არ გაგვატანენ… ხალხი რიცხავს, ცოტ-ცოტა გროვდება, არ ვიცი, როდის უნდა წავიყვანო ჩემი შვილი… საქართველოს სახელმწიფოს მხრიდან არავინ დაგვკავშირებია, დავალიანება ისევ რჩება… ჩემი ბავშვი არის მორგში, არის გაყინული, როდემდე უნდა იყოს გაყინული. ყველას მადლობა, ვინც დამეხმარა, არავინ დაგვკავშირებია ჩვენ. საელჩო გადასვენებაში დაგვეხმარება… თუ ვერ გადავიხადეთ თანხა, ეგეთი ინფორმაციაც არის, რომ წაიყვანენ და დამარხავენ სადღაც აქ, თურქეთის მიწაზე…მინდა, ჩემი შვილი წავიყვანო და ქრისტიანულად დავკრძალო, დაიტიროს მამამ და ჩემმა და-ძმებმა, ახლობლებმა”.

Comments
Loading...