„ედისონ რისერჩი“: „ოცნება“ 46%; „ნაცმოძრაობა“ 28%; „ევროპული საქართველო“ – 5%; „ლელო“ -3%; „გირჩი“ – 3%

ტელეკომპანი "ფორმულას" დაკვეთით ამერიუკულმა კომპანია „ედისონ რისერჩმა" კვლევა ჩაატარა.

4 საათის მონაცემებით კვლევის მხედვით შედეგები ასეთია:

შეგახსენებთ, დღეს საქართველოში პარლამენტის არჩევნები ტარდება. მოქალაქეები პარლამენტის 150 წევრს– 120 პროპორციული, ხოლო 30 – მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის საფუძველზე აირჩევს.

ამომრჩეველმა დღეს არჩევანი 50 საარჩევნო სუბიექტს – 48 პარტიასა და 2 ბლოკს შორის უნდა გააკეთოს. და ასევე, არჩევანი უნდა გააკეთოს ამ სუბიექტებისა და საინიციატივო ჯგუფების მიერ წარდგენილ მაჟორიტარ კანდიდატებს შორის.

არჩევნების ჩასატარებლად საქართველოში სრულ მზადყოფნაშია 3, 657 საარჩევნო უბანი, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი 11 უბანი და სტაციონარულ სამკურნალო დაწესებულებებსა და იზოლაციაში (კარანტინი, თვითიზოლაცია) მყოფი ამომრჩევლების არჩევნებში მონაწილეობის უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი 127 სპეციალური უბანი, ასევე 52 (მათ შორის 2 ავღანეთში) საარჩევნო უბანი საზღვარგარეთ (38 ქვეყანა).

ამომრჩეველთა ერთიან სიაში 3 526 023 ამომრჩეველია, მათ შორის საზღვარგარეთ რეგისტრირებული 14 170.

არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 80 819 წარმომადგენელი, 132 ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციის 46981 და 5 საარჩევნო ადმინისტრაციის, 20 საელჩოსა და 23 საერთაშორისო ორგანიზაციის 910 დამკვირვებელი. საარჩევნო პროცესს გააშუქებს 118 მედიაორგანიზაციის 5 971 წარმომადგენელი.

Comments
Loading...