ევაკუირებული მოსახლეობა – თბილისში საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართული იწვის
თბილისში, სამგორის რაიონში მდებარე ერთ-ერთი საცხოვრებელი სახლის მე-5 სართულზე იწვის 2 ოთახი. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს.
უწყების ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, 20 კვ.მ ფართობი დამწვარია .
უსაფრთხოების მიზნით, საცხოვრებელი სახლიდან მეხანძრე-მაშველებმა მოქალაქეების ევაკუაცია განახორციელეს.
ადგილზე მუშაობს 6 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.