ევაკუირებული მოსწავლეები და მასწავლებლები – ხანძარი „ახალ სკოლაში“

წყნეთის გზატკეცილზე მდებარე „ახალ სკოლაში“ ხანძარი იყო. ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტერიტორიაზე, სავარაუდოდ, გათბობის საქვაბე აფეთქდა.

ინციდენტის დროს სკოლაში მასწავლებლები და მოსწავლეები იმყოფებოდნენ. მომხდარის გამო სკოლაში სასწავლო პროცესი სრულად არის შეჩერებული.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ხანძარი სკოლის დამხმარე ნაგებობაში გაჩნდა, სადაც საქვაბე იყო განთავსებული. ადგილზე ორი სახანძრო-სამაშველო მანქანა მუშაობდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

შსს-მ მომხდარ ფაქტზე  გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით  დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

 

Comments
Loading...