„ევროვიზია-2020“ გაუქმდა

სიმღერის კონკურსი-„ევროვიზია-2020“ გაუქმებულია,კორონავირუსის გამო.ეს გადაწყვეტილება ევროპის სამაუწყებლო კავშირმა (ESC) მიიღო, 18 მარტს.

გაუქმების გადაწყვეტილება უკავშირდება კორონავირუსის გავრცელების საფრთხეს.კონკურსი 12-დან 16 მაისამდე უნდა ჩატარებულიყო,ნიდერლანდებში,ქალაქ როტერდამში.

„ჩვენ განვიხილეთ ბევრი ალტერნატიული ვარიანტი,რათა კონკურსი ჩატარებულიყო“-აცხადებს ESC ,თუმცა აქვე ორგანიზატორები სძენენ,რომ გაუქმების გადაწყვეტილება ემყარება კონკურსანტების,მთლიანი პერსონალისა და სტუმრების ჯანმრთელობაზე ზრუნვას.

წყარო: dw.com

Comments
Loading...