ევროკავშირი კორონავირუსის მეორე ტალღისთვის მზადყოფნას აძლიერებს

ევროკავშირი აძლიერებს მზადყოფნას ახალი კორნავივირუსის გავრცელების მეორე ტალღის შესაძლებლობისთვის, მაგალითად, სამედიცინო აღჭურვილობის მარაგის შექმნით. განაცხადა პრესკონფერენციაზე ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა მაროშ შეფჩოვიჩმა.

“ჩვენ ძალიან ვაქტიურობთ პანდემიის შესაძლო მეორე ტალღისთვის მზადყოფნის გასაუმჯობესებლად”, – თქვა მან ევროკავშირის მინისტრების ევროპულ საქმეთა შეხვედრის შემდეგ.

შეფჩოვიჩმა მაგალითად მოიყვანა სამედიცინო აღჭურვილობის მარაგის შექმნა, აგრეთვე მუშაობაზ იმაზე, რომ არ შეიქმნას მედიკამენტების ნაკლებობა, ასევე, რეკომენდაციების მომზადება ევროკავშირის ქვეყნების ჯანდაცვის სფეროში თანამშრომლობის შესახებ.

11 მარტს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ, ახალი კორონავირუსული დაავადება COVID-19 პანდემიად გამოაცხადა. ჯანმო-ს უახლესი მონაცემებით, მსოფლიოში დაავადების 5,3 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, ხოლო გარდაიცვალა 342 ათასზე მეტი ადამიანი.

Comments
Loading...