ევროპარლამენტის ვიცე- პრეზიდენტი: ევროპული მომავალი საქართველოს გარეშე ვერ წარმოგვიდგენია

ევროპარლამენტის ვიცე- პრეზიდენტი რიშარდ ჩარნეცკი: “მე განვაცხადე მიხეილ ჯანელიძესთან შეხვედრაზე და კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ჩვენი ევროპული მომავალი, საქართველოს, თბილისის, თქვენი უმნიშვნელოვანესი ქვეყნის გარეშე ვერ წარმოგვიდგენია. თქვენს გარეშე ევროპის პოლიტიკური ოჯახი წარმოუდგენელია. დიახ, საქართველო არის ევროპის ნაწილი, ევროპული კულტურის და ცივილიზაციის ნაწილი. ჩვენ უნდა ვისაუბროთ პოლიტიკური თანამშრომლობის გაღრმავებაზე. უნდა გავაძლიეროთ ურთიერთობა საქართველოსთან. ამ ურთიერთობას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს ჩემი ქვეყნისთვის. ორგანიზაციის პოტენციური გაფართოება, ორგანიზაციის მომავალი და აღმოსავლეთ პარტნიორი ქვეყნები პოლონეთისთვის პრიორიტეტული საკითხია. მაქვს დიდი იმედი, რომ ეს საკითხი პრიორიტეტული იქნება ევროკავშირისთვისაც”

Comments
Loading...