ევროპარლამენტის წამყვანი პარტიები: ლუკაშენკოს ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად ვთვლით

ევროპარლამენტის წამყვანმა პარტიებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება ბელარუსში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით, რომელშიც ბელარუსის ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს უწოდეს პერსონა ნონ გრატა. მიმართვა გამოქვეყნდა ევროპის სახალხო პარტიის ვებსაიტზე.

პოლიტიკოსების აზრით, 9 აგვისტოს არჩევნები არც თავისუფალი იყო და არც სამართლიანი, და მონაცემები მიანიშნებს სვეტლანა ტიხანოვსკაიას გამარჯვებაზე .

”ამიტომ, ჩვენ არ ვაღიარებთ ალექსანდრე ლუკაშენკოს ბელარუსის ხელახალ არჩეულ პრეზიდენტად და მას ევროკავშირში პერსონა ნონ გრატად ვთვლით”, – ნათქვამია განცხადებაში. ამასთან დაკავშირებით, მხარეები მოითხოვენ, რომ ჩატარდეს ახალი არჩევნები დამოუკიდებელი დამკვირვებლების მეთვალყურეობის ქვეშ.

განცხადება ასევე მოუწოდებს ევროკავშირის ხელისუფლებას გადახედონ მინსკთან ურთიერთობებსა და თანამშრომლობას, მათ შორის აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში. აქვე ვხვდებით შეთავაზებას,ბრიუსელში  სპეციალური წარმომადგენლის დანიშვნისას, რომელიც “მხარს დაუჭერს ძალაუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესს ბელარუსი ხალხის ნების შესაბამისად.” მიმართვა მთავრდება ფრაზით “გაუმარჯოს, ბელარუსს!”

Leave A Reply

Your email address will not be published.