ევროპის ლიგაზე ქართული გუნდები ვეღარ ითამაშებენ

2021-2022 წლების სეზონიდან, საქართველოს გუნდები ევროპის ლიგაზე ვეღარ ითამაშებენ- როგორც 1tv.ge წერს, ასეთი შედეგი მოჰყვება გადაწყვეტილებას, რომელიც უეფამ მიიღო.

ამის მიზეზი ისაა, რომ ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ ტოპ-ლიგების ზეწოლით, ევროპული თასების სტრუქტურა სერიოზულად შეცვალა. ჩემპიონთა ლიგის ფორმატი უცვლელი დარჩა, ხოლო ევროპა ლიგის ჯგუფური ეტაპის მონაწილეთა რაოდენობა 16 გუნდით შემცირდება.

რაც მთავარია, უეფამ მესამე ახალი ტურნირი, კონფერენციების ლიგა დააფუძნა, სადაც მეორე-მესამეხარისხოვანი საფეხბურთო ქვეყნები მოახვედრა. ევროთასებზე ადგილების განაწილების სქემიდან ირკვევა, რომ, 2021-2022 წლების სეზონში, უეფას რეიტინგში 32-დან 50-მდე ადგილებზე მყოფი ქვეყნები ერთ გუნდს წარადგენენ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე, ხოლო სამ გუნდს კონფერენციის თასზე, ევროპის ლიგაზე კი არც ერთს.

საქართველო უეფას მიმდინარე რეიტინგში 47-ე პოზიციაზეა, ლაივ-რეიტინგში კი 44-ზე, რაც იმას ნიშნავს, რომ ქართული გუნდები ყველა შემთხვევაში ევროპის ლიგის მიღმა დარჩებიან.

www.imedinews.ge

Comments
Loading...