,,,ევროპული საქართველო” ვანში ათმა წევრმა დატოვა

ვანში პარტია “ევროპული საქართველო”  დღეს  ათმა წევრმა დატოვა. პარტიის ვანის რაიონული ორგანიზაციის ოფისში ამის შესახებ თავად პარტიის უკვე ყოფილმა წევრებმა ისაუბრეს.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი , “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საპრეზიდენტო კანდიდატისთვის პარტიის ლიდერების მიერ გამოცხადებული ნდობა გახდა.

პარტიის ყოფილი წევრების  განცხადებით, ისინი მხარს “ქართულ ოცნებას” და სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ.

Comments
Loading...