“ევროპული საქართველო” მოსახლეობას პენსიის გაზრდას პირდება – მმართველი გუნდი გეგმას პოპულისტურს უწოდებს

ევროპული საქართველო მოსახლეობას პენსიის გაზრდას პირდება. დავით ბაქრაძემ დღეს პენსიონერებს ის გეგმა წარუდგინა, რომლის მიხედვითაც, პარტია ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებას გეგმავს. როგორც ევროპულ საქართველოში განმარტავენ, ციფრების დათვლა ჯერ კიდევ მიმდინარეობს, თუმცა, უკვე ცნობილია კონკრეტული რაიონები, სადაც პენსიის მომატება მნიშვნელოვნად არის შესაძლებელი.

თბილისში ადგილობრივ არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში, ევროპული საქართველოს გათვლით, პენსიის გაზრდა 50 ლარით იქნება შესაძლებელი.ევროპული საქართველოს ლიდერებთან შეხვედრას დღეს, თბილისში მცხოვრები პენსიონერები ესწრებოდნენ.

ევროპული საქართველოს მიერ წარდგენილ გეგმას მმართველ გუნდში პოპულისტურად აფასებენ. ქართულ ოცნებაში თვლიან, რომ ოპოზიციურ პარტიას გამარჯვების იმედი არ აქვს, ამიტომ წინასაარჩევნო დაპირებებიც გადაჭარბებულია.

ევროპულ საქართველოში ბიუროკრატიული ხარჯების შემცირებით პენსიის გაზრდის შესაძლებლობებზე ჯერ კიდევ მუშაობენ.

წყარო: რუსთავი 2

Comments
Loading...