“ევროპული საქართველო” სამტრედიაში 150–მდე წევრმა დატოვა

პარტია „ევროპული საქართველო“  დღეს სამტრედიაში 150-მდე  წევრმა დატოვა.

მათი განცხადებით, პარტიიდან წასვლის  მიზეზი  „ევროპული საქართველოს“ ლიდერების მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ საპრეზიდენტო კანდიდატისთვის გამოცხადებული მხარდაჭერაა.

„ევროპული საქართველოს“ ყოფილი წევრები „ქართულ ოცნებას“ შეუერთდნენ და ისინი მხარს საპრეზიდენტო არჩვენში  სალომე ზურაბიშვილს დაუჭერენ.

შეგახსენებთ, რომ იგივე მიზეზის გამო,  პარტია „ევროპული საქართველო“ რამდენიმე დღის წინ ვანის, გურჯაანის, გორისა და ზუგდიდის საკრებულოების რამდენიმე დეპუტატმაც  დატოვა.

 

 

Comments
Loading...