ევროსასამართლომ შესაძლოა, Facebook-ს სხვა ქვეყნებში კომენტარების წაშლა დაავალოს

ევროკავშირის სასამართლომ შესაძლოა, სოციალურ ქსელ Facebook-ს სხვა ქვეყნებში კომენტარების წაშლა დაავალოს. ამის შესახებ სასამართლოს გადაწყვეტილებაშია აღნიშნული.

თუ ჩათვლიან, რომ “ფეისბუქის” მომხმარებლების კომენტარები ცილისწამებლური, შეურაცხყოფელია ან კონკრეტულ ქვეყანაში აკრძალულ ინფორმაციას შეიცავს, მაშინ სასამართლო უფლებამოსილია, მათი წაშლა მოითხოვოს.

ავსტრიის უზენაესმა სასამართლომ განმარტებით ევროსასამართლოს მიმართა. სასამართლომ “მწვანეთა ჯგუფის” თავმჯდომარის სარჩელი განიხილა, რომელმაც კომენტარის წაშლა ითხოვა, რაც, სავარაუდოდ, მის პატივსა და ღირსებას ძირს უთხრიდა.

ელექტრონული კომერციის შესახებ ევროპული დირექტივის თანახმად, “ფეისბუქი” მის სერვერებზე განთავსებულ ინფორმაციებზე ოფიციალურად პასუხისმგებელი არ არის, თუ მის ადმინისტრატორებს ასეთი ფაქტის შესახებ არ ეცნობათ.

“ევროკავშირის კანონი არ გამორიცხავს, ​​რომ სასამართლოს მიერ მიღებულმა ასეთმა გადაწყვეტილებამ შესაძლოა გლობალურ დონეზე, შესაბამის საერთაშორისო სამართალზეც გავლენა იქონიოს, რომელიც წევრმა სახელმწიფოებმა უნდა გაითვალისწინონ ”,- ნათქვამია სასამართლოს გადაწყვეტილებაში.

Facebook-ზე სასამართლოს გადაწყვეტილება გააკრიტიკეს და აღნიშნეს, რომ სოციალური პლატფორმების როლი არ არის თვალყურის დევნება, ინტერპრეტაცია და ისეთი სიტყვების წაშლა, რომლებიც შესაძლოა სუვერენულ სახელმწიფოში აკრძალული იყოს.

”ეს ძირს უთხრის მრავალწლიან პრინციპს, რომ ერთ ქვეყანას არა აქვს უფლება, თავისი რიტორიკა სხვა ქვეყანასთან დააწესოს. ეს ასევე ინტერნეტ კომპანიების წინაშე დაკისრებული ვალდებულებების გამოქვეყნებას და მათი შემდგომი ინტერპრეტაციის მონიტორინგს შესაძლებელს ხდის, თუ ის უკანონო შინაარსის ტოლფასი იქნება, ”- ციტირებს სააგენტო “როიტერი”  Facebook-ის განცხადებას.

Comments
Loading...