“ეზოში დაბმულმა ძაღლმა აიწყვიტა” – რუსთავში 18 წლის ბიჭი პიტბულმა დაკბინა

რუსთავში, შარტვას გამზირზე 18 წლის ბიჭი პიტბულის ჯიშის ძაღლმა დაკბინა.

როგორც საინფორმაციო სააგენტო “ინფო რუსთავს” დაშავებული ბიჭის დედამ განუცხადა, ეზოში მეზობლის დაბმულმა პიტბულმა აიწყვიტა და მისი შვილი ფეხის არეში დაკბინა.

დაკბენილი ბიჭი ქალაქის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაუწიეს.

ეზოში დაბმულმა ძაღლმა აიწყვიტა და პირდაპირ ბავშვებისკენ წავიდა. ჩემს შვილს უკბინა ფეხზე, ორ ადგილზე აქვს ღრმა ჭრილობა. სწრაფადვე მოხდა ძაღლის გარიდება, სხვა ბავშვებს არ შეხებია.

ძაღლი სახლში ჰყავთ და, ეს პერიოდი 10 დღიანი რაცაა განკუთვნილი, აკვირდებიან“,- აცხადებს დაშავებულის დედა.

ბიჭი სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერილია.

შეგახსენებთ, ერთი თვის წინ რუსთავში მე-8 მიკრორაიონში პიტბულმა 4 ადამიანი დაგლიჯა.

Comments
Loading...