ეზუგბაია: ახალი პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსით ინფიცირებული ახალი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის.

„შემოსული ახალი პაციენტის მდგომარეობა ჯერჯერობით გამოხატული კლინიკით მაინც ფასდება, როგორც საშუალო სიმძიმის. მას დღეს კიდევ განმეორებით ჩაუტარდება დამადასტურებელი კვლევები. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საბედნიეროდ სტაბილურია. სტაბილურია უკვე მეორე, მესამე დღეა, რაც იმის მიმანიშნებელი იქნება, რომ დაავადების პროგრესირება ალბათ არ მოხდება.”-ამბობს ეზუგბაია.

ეზუგბაიას ინფორმაციით, ამ დროისთვის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში კორონავირუსით ინფიცირებული 29 პაციენტი წევს.

Comments
Loading...