ეკატერინე ტიკარაძე არ გამორიცხავს, საჭიროების შემთხვევაში არდადეგები გახანგრძლივდეს

ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

მისი თმით, საქართველოს მთავრობა აკვირდება ეპიდემიის მიმდინარეობას და საჭიროების შემთხვევაში, შესაძლოა, არდადეგების გახანგრძლივების გადაწყვეტილებაც მიიღონ.

„ჩვენ, ისევე როგორც მთელი მსოფლიო, ვაკვირდებით ეპიდემიის მიმდინარეობას. იმ შემთხვევაში თუ საჭირო გახდება, რა თქმა უნდა, ჩვენ ამ გადაწყვეტილებასაც მივიღებთ“, – განაცხადა ტიკარაძემ.

Comments
Loading...