ეკა ბესელია გიორგი კვირიკაშვილს კაფეში შეხვდა – რაზე ისაუბრეს დეპუტატმა და ყოფილმა პრემიერმა

“გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვილს ვნა­ხუ­ლობ ხოლ­მე, რო­გორც მე­გო­ბარს” – ამის შე­სა­ხებ და­მო­უ­კი­დე­ბელ­მა დე­პუ­ტატ­მა ეკა ბე­სე­ლი­ამ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ იმ შეხ­ვედ­რის კო­მენ­ტი­რე­ბი­სას გა­ნუ­ცხა­და, რო­მე­ლიც მას­სა და ყო­ფილ პრე­მი­ერს შო­რის არა­ფორ­მა­ლურ გა­რე­მო­ში, ერთ-ერთ კა­ფე­ში შედ­გა.

მისი თქმით, კვი­რი­კაშ­ვილს გუ­შინ ნად­ვი­ლად შეხ­ვდა, თუმ­ცა აცხა­დებს, რომ პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ აქვს.

„ის არის ადა­მი­ა­ნი, რო­მელ­თა­ნაც საკ­მა­ოდ დიდი ხანი ვი­მუ­შა­ვე. რა­ი­მე პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე სა­უ­ბა­რი არ გვაქვს. გუ­შინ უბ­რა­ლოდ, მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხებ­თან და­კავ­ში­რე­ბით შევ­ხვდი და ვი­სა­უბ­რეთ. და­გეგ­მი­ლი გვქონ­და ეს შეხ­ვედ­რა. რა თქმა უნდა, ვე­ხე­ბით ყვე­ლა თე­მას, რო­მე­ლიც პრობ­ლე­მუ­რია და ამა­ში და­სა­მა­ლი არა­ფე­რია, მაგ­რამ რა­ი­მე კონ­კრე­ტულ პო­ლი­ტი­კურ თა­ნამ­შრომ­ლო­ბა­ზე არა­ფე­რი შე­მიძ­ლია გი­თხრათ“, – გა­ნა­ცხა­და ბე­სე­ლი­ამ.

კი­თხვა­ზე, გა­მო­რი­ცხავს თუ არა სა­მო­მავ­ლოდ ყო­ფილ პრე­მი­ერ­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბას, ბე­სე­ლი­ამ გა­ნა­ცხა­და, რომ არ იცის, ამას თა­ვად გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლი გა­და­წყვეტს.

„მე, პი­რა­დად, ყო­ველ­თვის მო­ხა­რუ­ლი ვიქ­ნე­ბი მას­თან თა­ნამ­შრომ­ლო­ბით, იმი­ტომ, რომ მას­თან მუ­შა­ო­ბა ძა­ლი­ან კომ­ფორ­ტუ­ლი იყო. როცა ის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი იყო, პრინ­ცი­პულ სა­კი­თხებ­ში მხარ­და­ჭე­რას ყო­ველ­თვის ვგრძნობ­დი. იცით, რომ ახლა, ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში მუ­შა­ობს. რო­გორც მის­გან ვიცი, არ აქვს გა­და­წყვე­ტი­ლი პო­ლი­ტი­კუ­რი საქ­მი­ა­ნო­ბა. ამი­ტომ, თუ თა­ვად გა­და­წყვეტს, რა თქმა უნდა, სი­ა­მოვ­ნე­ბით ვი­თა­ნამ­შრომ­ლებ, მაგ­რამ არა­ნა­ი­რი კონ­კრე­ტუ­ლი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა არც აქვს მი­ღე­ბუ­ლი და ამა­ზე გუ­შინ, თვი­თო­ნაც ისა­უბ­რა“, – გა­ნა­ცხა­და ეკა ბე­სე­ლი­ამ.

ბე­სე­ლი­ას­თან ერთ-ერთ კა­ფე­ში შეხ­ვედ­რას გა­მო­ეხ­მა­უ­რა გი­ორ­გი კვი­რი­კაშ­ვი­ლიც. “ტვ პირ­ველ­თან” სა­უბ­რი­სას კვი­რი­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბე­სე­ლი­ას შეხ­ვდა ქა­ლა­ქის ცენ­ტრა­ლურ ად­გი­ლას და ვი­ღა­ცე­ებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ამის­თვის და­ერ­ქმი­ათ სა­ი­დუმ­ლო მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი.

„მე არ ვიცი, ასეთ ად­გი­ლას რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, სა­ი­დუმ­ლოდ ელა­პა­რა­კო ადა­მი­ანს. ეკას­თან მქონ­და ჩვე­უ­ლებ­რივ, მიმ­დი­ნა­რე სა­კი­თხებ­ზე სა­უ­ბა­რი. ის ძა­ლი­ან გულ­გა­ტე­ხი­ლია და მგო­ნია, რომ არა­უ­სა­ფუძ­ვლოდ. მის წი­ნა­აღ­მდეგ ძა­ლი­ან ბინ­ძუ­რი კამ­პა­ნია მიმ­დი­ნა­რე­ობს და ის ნამ­დვი­ლად არ იმ­სა­ხუ­რებს ამას“, – გა­ნა­ცხა­და კვი­რი­კაშ­ვილ­მა.

შეხ­ვედ­რის ვი­დე­ო­კად­რე­ბი “მთა­ვარ­მა არ­ხმა” გა­ავ­რცე­ლა

www.ambebi.ge

Comments
Loading...