ეკა ბესელია “იბერიას” საქმეზე: ბიძინა ივანიშვილს არავითარი კავშირი არ აქვს

“მე გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის კავშირს ამ ფაქტთან და ამ მოვლენებთან”,-ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ეკა ბესელიამ ჟურანლისტებს  ტელეკომპანია “იბერიას” მფლობელი “ომეგა ჯგუფის” საქმეში არსებულ ჩანაწერებზე საუბრისას  განუცხადა.

“მე გამოვრიცხავ ბიძინა ივანიშვილის კავშირს ამ ფაქტთან და ამ მოვლენებთან,ასევე გამოვრიცხავ და დარწმუნებით შემიძლია, გითხრათ, რომ თქვენს ტელევიზიას არავითარი საფრთხე არ ემუქრება, არავითარი შეზღუდვები. რასთან გვაქვს საქმე ამის იქით, ვის რა როლი აქვს, ვის რა ინიციატივა აქვს, ვისი საუბრებია, ავთენტურია, არ არის, მოდით, ეს გამოძიებას მივანდოთ.

ბიძინა ივანიშვილს თქვენს ტელევიზიასთან არავითარი კავშირი არ აქვს, განსაკუთრებით, როდესაც კონტექსტი ნეგატიურია”,-განაცხადა ბესელიამ.

Comments
Loading...