ეკა გიგაური – ბოლო-ბოლო თუ ვერ გავარკვიეთ ვინ ვის სცემა, ახლიდან ვაჩხუბოთ თორდია და ფარცხალაძე

„საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს“ აღმასრულებელი დირექტორი, ეკა გიგაური სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის ლაშა თორდიასა და ყოფილ მთავარ პროკურორ ოთარ ფარცხალაძეს შორის მომხდარი ინციდენტის ამსახველ
ვიდეომასალას ეხმაურება:

„ამ ვიდეოს გამოქვეყნებით რა გვითხრეს? ფარცხალაძემ მიწები კანონიერად მიიღო და მერიაში კარგად არის საქმეო?

ბოლო-ბოლო თუ ვერ გავარკვიეთ ვინ ვის სცემა ახლიდან ვაჩხუბოთ თორდია და ფარცხალაძე, რა დღეში ვართ“, – წერს გიგაური.

Comments
Loading...