ეკა კვესიტაძე: მარგველაშვილი სუსტი პრეზიდენტია, მაგრამ აქვს დიდი ბონუსი, არავის სძულს

„კვირის აქცენტებში“ პრეზიდენტობის კანდიდატზე მსჯელობისას, გადაცემის წამყვანმა ეკა კვესიტაძემ დააფიქსირა პოზიცია, რომ გიორგი მარგველაშვილს ეყოფა გამბედაობა, საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭი იყაროს.

ნიკა გვარამია: რა შანსები აქვს მარგველაშვილს?

ეკა კვესიტაძე: გიორგი მარგველაშვილი ვერ შედგა როგორც პოლიტიკური ფიგურა და საკმაოდ სუსტი პრეზიდენტია, მაგრამ მას აქვს ყველაზე დიდი ბონუსი, არავის არ სძულს.

ნიკა გვარამია: ეს არ არის საკმარისი საპრეზიდენტო არჩევნებისთვის.

ეკა კვესიტაძე: ამ მოცემულობაში ეს არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი პლუსი, როცა არავის სძულხარ, მის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულებაა.

ნიკა გვარამია: საქართველოში არ უყვართ ნეიტრალური ხალხი…

ეკა კვესიტაძე: „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ არის სიძულვილი ან სიყვარული, „ქართული ოცნების“ მიმართ არის სიძულვილი-სიყვარული.მარგველაშვილის მიმართ კი სრულიად ნეიტრალური….

ნიკა გვარამია: არსებობს „ევროპული საქართველო“, რომელსაც ჩემი აზრით ეყოლება კანდიდატად დავით ბაქრაძე, რომელიც ასევე ნეიტრალურია.

ეკა კვესიტაძე: მაგრამ დავით ბაქრაძე მიბმულია „ნაციონალურ მოძრაობასთან“, უნდა თუ არა, ის „ნაციონალური მოძრაობის“ წარსულიდან მოდის, ის ემოციები, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობასთან“ არსებობს, გადაყვება „ევროპულ საქართველოს“.

ნიკა გვარამია: მარგველაშვილი მოდის „ქართული ოცნებიდან“.

ეკა კვესიტაძე: მარგველაშვილი აღარ ასოცირდება „ქართულ ოცნებასთან“.

Comments
Loading...