“ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში და შესაბამისად, სახელმწიფოც არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში” – მარგველაშვილი

ვარ რა ქრისტიანი, ჩემი რწმენით იმ ნაწილში ძალიან კომფორტულად ვგრძნობ თავს, როდესაც ჩვენ ვყოფთ ეკლესიას და სახელმწიფოს ერთმანეთისგან, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ”კონსტიტუცია ყველასია” ფარგლებში სულხან საბას უნივერსიტეტში სტუდენტის მიერ დასმულ კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში და შესაბამისად, სახელმწიფოც არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში.

”ქრისტიანულმა თემმა აიღო პასუხისმგებლობა ადამიანის სულის გადარჩენაზე, თქვა რომ იქნება ცათა სასუფეველი და ამქვეყნიური ბოროტებისგან გაიმიჯნა. შესაბამისად, პოლიტიკოსებმა ავიღეთ პასუხისმგებლობა ამქვეყნიური ბოროტების მენეჯმენტის და მართვის და სრულიად კომფორტულად ვარ, როდესაც აქედან გამომდინარე ვხედავ, რომ ეკლესია არ უნდა ერეოდეს სახელმწიფო საქმეებში და შესაბამისად, სახელმწიფოც არ უნდა ერეოდეს ეკლესიის საქმეებში. ეს არის ჩემი პოზიცია არა მარტო პოლიტიკოსის, არამედ ქრისტიანისაც – ვუყურებ რა ამ რელიგიის ფუნდამენტებს და იმ გამოწვევებს, რომელიც მის წინაშე დგას”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

Comments
Loading...