ეკლესიის სანთლიდან სიგარეტის მოკიდების გამო ქალს განაჩენი გამოუტანეს

ბელგოროდის სასამართლომ 22 წლის ქალს, ეკლესიის სანთლიდან სიგარეტის მოკიდებისა და შემდგომ ფოტოს ВКонтакте-ში გამოქვეყნების გამო, განაჩენი გამოუტანა და 15 ათასი რუბლის გადახდა დააკისრა.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა თავის სოციალურ ქსელში ეკლესიაში სიგარეტის მოკიდების ფოტო ოთხჯერ ატვირთა. „ასეთი ქმედება საზოგადოებისა და მორწმუნე ადამიანების მიმართ უპატივცემულობის გამოხატვაა და შეურაცხყოფას აყენებს რელიგიურ გრძნობებს“, – აცხადებენ ქალაქის პროკურატურაში.

წყარო: http://imedinews.ge

Comments
Loading...